მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ“ - კახა კალაძე

61a9f2ed62341
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 14:37
2158
„კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ კლუბების გახსნის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ 21 თვეა კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დახურულები არიან. ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც რეგულაციების დაცვის პირობებში ვირუსის დადებითობის მაჩვენელი მხოლოდ 0.5%-ი იყო. საინიციატივო ჯგუფ Act4Culture-ის წარმომადგენელი BM.GE-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ინდუსტრია საბოლოო პასუხს გახსნასთან დაკავშირებით წესით დეკემბრის დასაწყისში მიიღებს, საკითხი საბჭოს სხდომაზე 7 დეკემბერს უნდა გაიტანონ.

თბილისის მერი საკითხის კომენტირებისას კი აცხადებს, რომ საკლუბო ბიზნესი აღარ უნდა გაჩერდეს.

„კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მოწესრიგებულები არიან და კონტროლის რეალური შესაძლებლობა აქვთ, ისე ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, თუ არ ექნება მწვანე პასპორტი. ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს გაჩერების შესაძლებლობას არ მივცემთ და ადამიანებსაც კლუბში მისვლისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ“, - უთხრა BM.GE-ის კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები