მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

kohi.ge თბილისში ახალ ქარხანას ხსნის - ინვესტიცია დაახლოებით 5 მლნ ევროა

613c40010918b
მარიამ იზორია
11.09.21 09:45
1439
kohi.ge უახლოეს მომავალში თბილისში ახალ, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ქარხანას გახსნის, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწყის ეტაპზე დაახლოებით 50-60 ადამიანს დაასაქმებს.

„თბილისში ახალი დიდი შენობა შევიძინეთ და თანამედროვე ქარხანას მოვაწყობთ. ამ ეტაპისთვის მისი რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია მიმდინარეობს, შენობას დანადგარების დასამონტაჟებლად ვამზადებთ. პროექტის სრული ინვესტიცია დაახლოებით 5 მლნ ევროა, რომლის ნაწილს პირადი ინვესტიცია, უმეტესობა კი საბანკო სესხი და ლიზინგი შეადგენს“ - აცხადებს ირაკლი ლომიძე Bm.ge-სთან.

ცნობისთვის, კომპანია ხის კოტეჯების ფინური მეთოდით აწყობითაა დაკავებული. kohi.ge-ს საწარმო სენაკშიც აქვს. აქამდე წარმოების პროცესი თბილისში, მცირე ზომის საამქროში მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები