გამოწვევა ნამდვილად ყველასთვის დიდია. კორონავირუსით ინფიცირებულებსა და ასევე უსახლკარო ადამიანებს, ევროპარლამენტის შენობაში ცხოვრების საშუალება ეძლევათ, სადაც ტითოეული ადამიანი იქნება იზოლირებული, ხოლო მათ კვებაზე პარლამენტარების მზარეულები იზრუნებენ. გარდა ამისა სტრასბურგის შენობას დიაგნოსტიკისთვისაც გამოიყენებენ. როგორ უმკლავდება ევროპა პანდემიას, რას გეგმავენ და როგორ გამოიყურება დღეს ევროპარლამენტი?