მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტები 23:00 სთ-მდე იმუშავებენ, ბავშვთა გასართობ ცენტრებს კი მუშაობა ეკრძალებათ

61151ecec4472
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 17:13
1183
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

კონკრეტულად კი ბავშვთა გასართობ ცენტრებს მუშაობა ეკრძალებათ, ხოლო კვების ობიექტები 00:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე იმუშავებენ.

საბჭოსთან არსებული შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება თანამშრომლები მაქსიმალურად გადაიყვანონ დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიურ თხოვნით მივმართავთ კერძო სექტორს.

საბჭოს გადაწყვეტილებით 3 კვირის განმავლობაში სრულად გაჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობას შეზღუდვა არ შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები