მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დიდუბის მეტროსთან 3 კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

კვების ობიექტები

თბილისში, დიდუბის მეტროსთან 3 კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ.

"არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები გ. კ. (მის: ტრანსპორტის ქ. N1), ც.ქ. (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია) , ნ.კ. (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია) - არ იყვნენ რეგისტრირებულნი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია).

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები