აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მშვიდობიანად განაგრძონ აქცია.
ბრიფინგზე მან ასევე თქვა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აშშ კანონპროექტთან დაკავშირებით ღრმად შეშფოთებულია.
“ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. გვაქვს ცნობები პროტესტის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ. ჩვენი გზავნილი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს.
ვაგრძელებთ საქართველოში პროცესის დაკვირვებას. ჩვენი გზავნილია რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებით. ეს უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ეს უფლება აქვთ ყველას მთელ მსოფლიოში. კანონპროექტთან დაკავშირებით ღრმად შეშფოთებულები ვართ და ბოლო დღეებია ამას მუდმივად ვაფიქსირებთ.
ეს შეშფოთება განპირობებულია იმ შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, რასაც ეს კანონპროექტი მოიტანს",- განაცხადა პრაისმა.




























