მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს მასშტაბით, კინო ინდუსტრიის შემოსავალმა $42,5 მილიარდი შეადგინა

5e1d937bdc3c1
ნათია თაქთაქიშვილი
14.01.20 19:35
1162
გასულ წელს მსოფლიო კინოინდუსტრიამ რეკორდულად მაღალი შემოსავლები მიიღო. 2019 წელს ფილმების ჩვენებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, მსოფლიოს მასშტაბით, 42,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა $11,4 მილიარდს მიაღწია აშშ-ის მასშტაბით, რაც 4,4%-ით შემცირებულია 2018 წელთან შედარებით, თუმცა აღნიშნული კლება ნეგატიურად არ ასახულა კინოინდუსტრიაზე, რადგან შემოსავლები გაზრდილია საერთაშორისო კინოგაქირავებიდან და 31,1 მილიარდ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება თავად ფილმებს, ამ მხრივაც რეკორდი დამყარდა. ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა „შურისმაძიებლები: დასასრული“. ჯამში, წელს მილიარდიანი ზღვარი 8 ფილმმა გადალახა და მეცხრე ფილმი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა ამ ნიშნულს ამ კვირის ბოლოს გადალახავს, ეს იქნება Star Wars: The Rise of Skywalker.

2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების 2020 წლის იანვრის რეიტინგი ასე გამოიყურება:

“Avengers: Endgame,” - 2,79 მილიარდი“
“The Lion King” - 1.65 მილიარდი
“Frozen 2” - 1.33 მილიარდი
“Spider-Man: Far From Home” - 1.13 მილიარდი
“Captain Marvel” -1.12 მილიარდი
“Toy Story 4” - 1.07 მილიარდი
„Joker“ - 1.06 მილიარდი
“Aladdin” - 1.05 მილიარდი
“Star Wars: The Rise of Skywalker” 956 მილიონი
“Fast & Furious Presents: Hobbs & Shaw” - 758 მილიონი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები