მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში თბილისში ბინები გაძვირდა - რა ღირს საშუალოდ 1 კვ/მ უბნების მიხედვით?

637a2bbd7e895
მარიამ დემეტრაშვილი
21.11.22 10:10
3885
"თიბისი კაპიტალი" დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ კვლევას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, თბილისში, კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 7.2%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 1 037$-ს აღწევს.

მნიშვნელოვნადაა მომატებული უძრავი ქონების გაქირავების ფასებიც. კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში გაქირავების ფასმა ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ით, ხოლო სექტემბრის თვესთან შედარებით 24.9%-ით მოიმატა და 1 კვ.მ-ზე 11.2$ შეადგინა.

კვლევის ავტორების შეფასებით, ოქტომბერში ფასების მკვეთრ ზრდაზე გავლენა მიგრანტების მეორე ტალღამ იქონია.

საერთო ჯამში, ოქტომბრის თვეში 4 052 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 34%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, ოქტომბერში გასაყიდი უძრავი ქონება ყველაზე მეტად დედაქალაქის შემდეგ უბნებში გაძვირდა: მთაწმინდა (+38), საბურთალო (+35%) და ნაძალადევი (+23%).

რაც შეეხება გაქირავების ფასს, ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა დიდ დიღომში (+18,9%), გლდანსა (+16,3) და სამგორში (+16%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები