პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები მთავრობისგან საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას არ მიიღებენ.
როგორც სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე გახარიამ განმარტა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება თვიურად 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც ძველ გათვლებს ემყარებოდა.
„რა თქმა უნდა საკმარისი არ არის 150 და იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის სააარსებო მინიმუმს ქვემოთ, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისიწნოთ საარსებო მინიმუმი.
ყველა ექსპერიმენტულ მდგომარეობაში მუშაობს, მსოფლიოს ყველა მთავრობა, მათ შორის ფონდის ხელმძღვანელობაც. ეს იყო სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, დაახლოებით თვე ნახევრის წინანდელი. დღეს ეს ძველი ინფორმაცია გაიპარა, ტექნიკური შეცდომა იყო.
მიზნობრივი დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი შეუძლებელია საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს თვეში.
ჩვენ აქამდე არ ვსაუბრობდით ჭორაობის დონეზე, მანამ სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები და მზა პორტფელი ფინანსური დახმარებისა. დღეს ეს პირველი რიგის მწვავე ამოცანა გადავწყვიტეთ“ - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემებით 2020 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 199 ლარი შეადგენდა.

























