მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის ელექტროსადგურები ეტაპობრივად სისტემაში უფრო ჩქარი ტემპით ჩაერთვება - დავით ნარმანია

649a816adc572
მარიამ იზორია
27.06.23 21:17
905
ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 2022 წელს გაორმაგდა. სტატისტიკა კვლავ მზარდია და თუ შარშან, დეკემბერში ქსელში ჩართული იყო 37 მეგავატის სიმძლავრის სადგურები, მაისის მონაცემებით, ქსელში ჩართული სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 43 მეგავატი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ქსელში ჩართული 814 სადგურიდან მხოლოდ 1%-ია ქარის, დანარჩენი კი მზის სადგურებია. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ქარის განახლებადი ენერგიის მოხმარება შედარებით ნელი ტემპით მიდის.

როდის დაიწყება ქვეყანაში ქარის ელექტრო სადგურების მშენებლობა? - ამ შეკითხვას სემეკის თავმჯდომარემ უპასუხა. დავით ნარმანიამ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ შენდება უფრო მეტი მზის ელექტრო სადგური.

„ქარის მცირე სადგურების ტექნოლოგია დღითიდღე იხვეწება. ფართო გამოყენება ამან ვერ ჰპოვა, თუმცა არიან დაინტერსებული კომპანიები, რომლებიც უკვე დახვეწილი ტექნოლოგიებით აწარმოებენ. ეტაპობრივად სისტემაში უფრო ჩქარი ტემპით შემოვა ქარის ელექტროსადგურები.

მზის სადგურები უფრო მარტივად საექსპულატაციოა, უფრო მარტივად შეიძლება დაყენდეს სახლის სახურავზე, შესაბამისად, ინვესტიციის მოცულობა უფრო ნაკლებია საჭირო, ვიდრე იმავე სიმძლავრის ქარის სადგურის, ამიტომ ესეც არის იმის მიზეზი თუ რატომ მიდის მდორე ტემპებით ქარის მიკრო სადგურების მშენებლობა“ - აღნიშნავს დავით ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები