მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰუალინგი" "ექსპო-ჯორჯია", მოლები - ადგილები, სადაც შესაძლოა, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყოს

60bf38fbf206a
ინგა მურუსიძე
08.06.21 13:29
1505
"ვმუშაობთ სხვადასხვა ობიექტებთან, სადაც შეიძლება მასობრივი ვაქცინაციის პუნქტები მოეწყოს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაციისთვის კარვების მოწყობა არ იგეგმება.

„აქტიურად ვმუშაობთ "ექსპო-ჯორჯიასთან", ვაქცინაციისთვის მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე ვმუშაობთ ჰუალინგის ცენტრთან, მათი ფართობების გამოყენებაზე... მოლაპარაკებები გვაქვს კიდევ რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, მოლებთან, რომ ცენტრები გაიშალოს და ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს მოხდება როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე - ცოცხალი რიგებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პრემიერის დავალებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები