მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუსნე" მომხმარებელს ჩურჩხელის თანამედროვე ვარიანტს სთავაზობს

620606c85de85
მარიამ იზორია
12.02.22 00:14
2099
ბაზარზე ახალი სტარტაპი „სუსნე“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ენერგეტიკულ ხემსს, ორი სახეობის რქაწითელისა და საფერავის ბადაგის დესერტებს სთავაზობს.

სტარტაპის დამფუძნებელი ნანა ნონიაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ პროდუქტი ბაზარზე 2 თვეა გამოჩნდა და ორბელიანის განახლებულ ბაზარში, და ასევე ონლაინ იყიდება. მისივე თქმით, სტანდარტული 45-გრამიანი შეფუთვის ფასი 2-3 ლარამდე მერყეობს.

“სუსნე ჩურჩხელის თანამედროვე ვარიანტია. ეს არის ენერგეტიკული ხემსი, ბადაგის დესერტი, რომელიც თხილეულსაც შეიცავს. ამ ეტაპზე სულ ორი სახეობა - რქაწითელისა და საფერავის “სუსნე” გვაქვს.

გვაქვს დანადგარები, რომლითაც ამ პროდუქტს ვქმნით, რეცეპტურაც ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი დაკვირვებით როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებელი კმაყოფილია, “სუსნე” ძალიან მოსწონთ. სამომავლოდ, ვფიქრობთ, ქსელურ მარკეტებშიც გამოვჩნდებით”, - ამბობს სტარტაპერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები