მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თავის მართლებას ვერ დავიწყებ" - კახა კალაძე პროექტების ვადებში განხორციელების გაჭიანურებაზე

60bf4bad95d14
ინგა მურუსიძე
08.06.21 15:00
807
თბილისის მერი კახა კალაძე აღიარებს, რომ ბოლო 3 წელიწადში პროექტების შესრულების ვადები ნამდვილად პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა ამის მიზეზად ის კონტრაქტორ კომპანიებს ასახელებს.

„პროექტების განხორციელებისას ვადები ნამდვილად იყო პრობლემა და მე ვერ დავიწყებ საუბარს ან თავის მართლებას. ვადების პრობლემა იყო და ეს არის სამწუხარო რეალობა.

ძალიან ცოტა კომპანია გვყავს საქართველოში, რომელსაც აქვს კარგი რესურსი, მათ შორის პროფესიონალიზმის თვალსაზრისითაც. ცოტაა ასეთი კომპანია, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ეს კომპანიები გაიზრდებიან, კიდევ უფრო გააფართოებენ მასშტაბებს და შეძლებენ პროექტების დროულად დასრულებას“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები