მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი? - ასათაშვილის მოსაზრება

637e6c90d3835
ალა ისპირიანი
23.11.22 22:50
730
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის მოსაზრებით, მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებს ქვეყნებისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

მისი თქმით, ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული კუთხით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვიდრე ეკონომიკური უკუგების კუთხით.

„სამწუხაროდ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მასშტაბურმა სპორტულმა ღონისძიებებმა დიდი შედეგი ეკონომიკური უკუგებით ქვეყნებს ვერ მოუტანა. ამის მაგალითებია ოლიმპიადები, რაც ზოგადად ძალიან ხარჯიანი ღონისძიებაა და საბოლოოდ ის ინფრასტრუქტურა მიტოვებულია. იგივეა, როგორც ზამთრის ისე ზაფხულის ოლიმპიადებზე. ანალოგიური პრობლემა გვაქვს დიდ სპორტული ღონისძიებებზეც, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატები. თუმცა ჩვენ შემთხვევაში საუბარია განვითარებად კურორტზეა და ამ შემთხვევაში ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა დაგვრჩება.

რაც შეეხება ვიზიტორთა ნაკადების მატებს და ამით პოპულარიზაციას, მაგალითად ის, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი გაისად ან 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის ეს ასე არ იქნება. რაღაც რაოდენობით გაზრდის, თუმცა ის დანახარჯი არ იქნება იმ შემოსავლის ადეკვატური, რასაც ველოდებით. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ სპორტი და ეკონომიკური სარგებელი. სპორტული კუთხით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვიდრე ეკონომიკური უკუგების კუთხით“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობას 1 700-მდე სპორტსმენი მიიღებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები