მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი მოთხოვნაა საცხოვრებელ კონტეინერებზე საქართველოში? – UBG-ის დამფუძნებელი

63fb3692f1bcf
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.23 15:43
15760
მშენებლობისთვის საჭირო მასალების მწარმოებელი კომპანია Universe Business Group 11 წელია, რაც კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საცხოვრებელი კონტეინერებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი რომან ბადალიანი BM.GE-სთან ამბობს, რომ ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე მათ ნაწარმზე დიდი მოთხოვნა არ არის.

„თვეში 50 საცხოვრებელი კონტეინერის დამზადება შეგვიძლია. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე დიდი არ არის. არ ვჩერდებით, თუმცა საწარმოს სიმძლავრეს ვერ ვითვისებთ“, - ამბობს UBG-ის დამფუძნებელი და დასძენს კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე ამ ნაწარმზე მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია.

მისივე ინფორმაციით, კონტეინერები ადგილობრივი წარმოების სენდვიჩპანელებით იწყობა და UBG ამისთვის სენდვიჩპანელების ადგილობრივ წარმოებებთან თანამშრომლობს. რომან ბადალიანი ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში საცხოვრებელი კონტეინერების ფასი არ შეცვლილა.
კომპანია კონკრეტულად ამ საწარმოში 5 ადამიანს ასაქმებს და დიდი შეკვეთების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის.

„შეკვეთების 20% ფიზიკურზე მოდის, 80% კი კომპანიებზე. საცხოვრებელი კონტეინერებით კემპინგით დაკავებული ტურისტული კომპანიები ინტერესდებიან, ასევე საგზაო და სამშენებლო კომპანიები, წყალმომარაგების კომპანიები... ყველა, ვისაც უნდა სხვადასხვა ადგილას დროებითი საცხოვრებლების მოწყობა“, - აღნიშნა რომან დაბალიანმა.

ცნობისთვის: სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია Universe Business Group-მა (UBG) თურქეთის საელჩოს დაკვეთით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 30 საცხოვრებელი კონტეინერი დაამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები