Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 183 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.35%.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 454, აჭარაში - 464, იმერეთში - 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში - 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 9, იმერეთში - 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 - თბილისში, 343 - აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 629 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821, იმერეთში - 1 288", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.




























