მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - იმპორტიორი ქვეყნები

6372009094b4c
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 00:20
565
მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გაიზარდა - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,03 ათასი ტონა, რაც 2.42 ათასი ტონით, ანუ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,61 ათასი ტონა) შედარებით 15.5%-ით მეტია.

ამ პერიოდის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 3.71 ათასი ტონა თურქეთიდან შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 20.6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3.32 ათასი ტონა (18.4%); რუსეთი - 1.99 ათასი ტონა (11%); გერმანია - 1.91 ათასი ტონა (10.6%) და სხვ.

იანვარ-ოქტომბერში 105.4 ათასი ტონა საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (73.5 ათასი ტონა) შედარებით 31.9 ათასი ტონით ანუ 43.4%-ით მეტია.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ამ პერიოდში საავიაციო ნავთის იმპორტის 55.4% (58.4 ათასი ტონა) თურქმენეთზე, 20.7% (21.8 ათასი ტონა) - საბერძნეთზე, 16.9% (17.8 ათასი ტონა) - თურქეთზე, 4.5% (4.8 ათასი ტონა) - ეგვიპტეზე, 2.5% (2.6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები