მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება

63b5c4a814ed6
ალა ისპირიანი
04.01.23 22:29
655
საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს, უკრაინისთვის, მსუბუქი ტანკებისა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

“გრძელი და დეტალური საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მადლობა გადავუხადე უკრაინისთვის მსუბუქი ტანკებისა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის. 

შევთანხმდით ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდგომ თანამშრომლობაზე და ასევე "მშვიდობის ფორმულის" იმპლემენტაციაზე მუშაობაზე. მადლობა, მეგობარო! შენი ლიდერობა ჩვენს გამარჯვებას აახლოებს”, - წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები