მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი და იმპორტიორი TOP-10 კომპანია

63e775dc5b677
თელარა გელანტია
11.02.23 15:13
2367
რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდი დოლარი გახდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო; ექსპორტი კი 6.8%-ით გაიზარდა, 651 მილიონ დოლარამდე.

საქართველოს TOP-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%;
2) ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%;
3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%;
4) სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.

BMG-მ საქსტატიდან იმ TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთაც შარშან რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი გაყიდეს:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა;
სს ლომისი;
შპს Bolero & Company;
შპს GVMT Group;
შპს ასკანელი ძმები;
შპს დემე;
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;

საქართველოს TOP-5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
5) კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.

რაც შეეხება კომპანიებს, რომელთაც რუსეთიდან ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი იყოს, TOP-10 კომპანიის სია ასეთია:

შპს იბეროილი;
შპს პიემ მეტალ;
შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია;
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია;
შპს ტესტა პეტროლიუმი;
შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია;
შპს ჯეორჯიან როუტ;
შპს ჯეოსთილი;
შპს ჯორჯიან მანგანეზი;
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;

ცნობისთვის: ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები