მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ იანვარ-მარტში 38 281 რუსი მიიღო - რუსეთის FSB

62764dd2bd758
ელენე გოგბერაშვილი
07.05.22 14:31
1880
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანა 2022 წლის პირველ სამ თვეში თითქმის ოთხმა მილიონმა რუსმა დატოვა. ამის შესახებ The Guardians-ი წერს.

გამოცემის ცნობით, იანვრიდან მარტამდე სულ 3 880 679-მა რუსმა იმოგზაურა, თუმცა უცნობია რამდენი დაბრუნდა სამშობლოში.

"ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჩასვლებმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. იუწყება Moscow Times"-წერს The Guardians-ი.

FSB-ის ცნობით, საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში 38 281 რუსი მიიღო, რაც თითქმის ხუთჯერ გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

თითქმის ხუთჯერ, 8,857-დან 40,054-მდე  გაიზარდა ტაჯიკეთში ჩამსვლელი რუსების რიცხვიც. 125,426 რუსეთის მოქალაქე მიიღო ესტონეთმა, ამდენივე რუსი ჩავიდა ლატვიაში.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 44, 586 რუსი ჩავიდა სომხეთში, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი 134,129-ს შეადგენს.

ამასთან, 2022 წლის იანვარ-მარტში ყაზახეთში ჩასული რუსების რაოდენობა გაორმაგდა და 122 330-დან 204 947-მდე გაიზარდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოდ გაიზარდა უკრაინაში რუსი მოგზაურების რიცხვი -316 286-დან 328 435-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები