უკრაინის სპეციალური სამხედრო ოპერაციების ძალებმა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე მაჰაჩყალის საზღვაო პორტის ნავთობინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს.
უკრაინული მხარის ცნობით, სამიზნეს პორტის ტერიტორიასთან მდებარე ნავთობბაზა და ის ნავთობსადგური წარმოადგენდა, რომელიც 10,000 ტონამდე ტვირთამწეობის ტანკერების მომსახურებაზეა გათვლილი.
მაჰაჩყალის პორტი რუსეთის ლოგისტიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან ის კასპიის ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ერთადერთი ღრმაწყლოვანი საზღვაო ჰაბია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ამასთან, აღნიშნული პორტი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო რგოლია, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი ირანთან, ინდოეთთან და სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებთან ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს ინარჩუნებს.
სპეციალური ოპერაციების ძალების განმარტებით, ამ სატრანსპორტო ჰაბზე განხორციელებული იერიში პირდაპირ დარტყმას აყენებს კასპიის ზღვის აუზში ენერგორესურსების ტრანზიტს და ის კრიტიკულად ზრდის ზეწოლას რუსეთის ბიუჯეტზე.
























