მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ყრილობაზე დარგის მიმდინარე გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ

64afc2ab4a0ee
BM.GE
13.07.23 13:15
493
15 ივლისს სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია ყრილობას მართავს. ინფორმაციას ბიზნეს გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ყრილობას 400 ფარმაცევტი დელეგატი ესწრება, რომლებიც ასოციაციის ახალ გამგეობის შემადგენლობას აირჩევს. ფარმაცევტთა ასოციაციის წესდების თანახმად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. არჩეული ახალი გამგეობა თავის მხრივ პრეზიდენტს ირჩევს.

ყრილობაზე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები; ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციები, ფარმაცევტ სტუდენტთა და ევროპული ბიზნეს ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, კონკურენციის სააგენტო, ინვესტორთა საბჭო, აჭარის ფარმაცევტთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის, სამედიცინო უნის, ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის, კავკასიის საერთაშორისო უნის, საქართველოს უნის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტო, ჯანდაცვის დარგობრივი ორგანიზაცია, კოლეჯ პანაცეას, კოლეჯ კავკასიონის აკადემიური პერსონალი.

ყრილობაზე ასოციაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს გავლილი პერიოდის განმავლობაში ასოციაციის საქმიანობას გააცნობს; ასოციაციის წევრებთან და დარგის წამყვანი სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ ფარმაცევტული დარგის მიმდინარე გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე.

ფარმაცევტის პროფესიის პოპულარიზაციის პრობლემებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანი თამარ ჩიკვილაძე ისაუბრებს.