მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სუნამოების იმპორტი გაიზარდა - 11 თვის სტატისტიკა და TOP-ქვეყნები

63b5698255ac0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.23 16:30
1127
მიმდინარე წელს საქართველომ 22.1 მლნ დოლარის ღირებულების 837 ტონა სუნამოები და ტუალეტის წყალი შეიძინა.

11 თვის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სუნამოების იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა.

საიმპორტო ქვეყნებს თუ შევხედავთ, საანგარიშო პერიოდში პირველი საიმპორტო ბაზარი ღირებულებით საფრანგეთი იყო, ხოლო ყველაზე დიდი მოცულობით ამ დასახელების საქონელი პოლონეთიდან შემოვიდა. სუნამოებისა და ტუალეტის წყლის TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი, ღირებულების მიხედვით ასეთია:

1. საფრანგეთი - 4.4 მლნ დოლარი, 68 ტონა;
2. ესპანეთი - 2.2 მლნ დოლარი, 46 ტონა;
3. პოლონეთი - 2.1 მლნ დოლარი, 162 ტონა;
4. რუსეთი - 2 მლნ დოლარი, 62 ტონა;
5. ბელგია - 2 მლნ დოლარი, 12 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.5 მლნ დოლარი, 110 ტონა;
7. იტალია - 1.5 მლნ დოლარი, 26 ტონა;
8. ჩინეთი - 1.3 მლნ დოლარი, 156 ტონა;
9. თურქეთი - 1.2 მლნ დოლარი, 97 ტონა;
10. ნიდერლანდები - 1.2 მლნ დოლარი, 22 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა, მცირე მოცულობით სუნამოები და ტუალეტის წყალი შვეიცარიაში, გერმანიაში, უკრაინაში, ჩეხეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონკონგში, ომანსა და სხვა ქვეყნებში შევიძინეთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყანამ სუნამოებისა და ტუალეტის წყლის რეალიზებით 5.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად 67 ტონა საქონელი გაყიდა.

მთლიან ექსპორტში, ადგილობრივი ექსპორტი 1,8 მლნ დოლარის ღირებულების იყო და 22 ტონას შეადგენდა. ხოლო რეექსპორტი 3.9 მლნ დოლარის იყო და 45 ტონა. საექსპორტო ქვეყნებს კი შვეიცარია (3.2 მლნ დოლარი, 22 ტონა), ნიდერლანდები (1.7 მლნ დოლარი, 15 ტონა), ლიეტუვა (259 ათასი დოლარი, 3 ტონა), სომხეთი (245 ათასი დოლარი, 19 ტონა), ესტონეთი (140 ათასი დოლარი, 3 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები