მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველში წერტილი უნდა დაესვას უსამართლობის განცდას“ - ლევან ყარალაშვილი

646e407240ee6
თელარა გელანტია
24.05.23 22:30
606
„საქართველში წერტილი უნდა დაესვას უსამართლობის განცდას“, - ასე უპასუხა “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესი სწორედ სამართლიანობის განცდაა.

„ხალხმა, ბიზნესმა უნდა დაიჯეროს, რომ ქვეყანაში არის ისეთი გარემო, სადაც უსამართლოდ არ დაიჩაგრება - იქნება ეს კონკრეტული ბიზნესსუბიექტი თუ ფიზიკური პირი. საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება იმის განცდა, რომ არსებობენ დამოუკიდებელი ინსტიტუტები - სასამართლო, სხვადასხვა სამინისტრო თუ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს შეუქმნის განცდას, რომ აქ სამართლიანი თამაშის წესებია და განვითარებას შეძლებს“, - თქვა ლევან ყარალაშვილმა.

“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია” (GRDC) 2003 წლიდან უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეა. 2023 წლის მონაცემებით, GRDC ფლობს ქონების პორტფელს 2 მილიონ კვ.მ-ზე მეტი ოფისის განვითარების პოტენციალით. იქნება ეს საცალო, საცხოვრებელი თუ სამრეწველო ობიექტები.

ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით, “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას“, საქართველოს უძრავ ქონებაში, ჯამურად, 300 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები