მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

612f597b2adb4
BM.GE
01.09.21 15:13
602
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროგრამის მიმართ ფერმერების დიდი ინტერესითაა განპირობებული, რათა არ მოხდეს სერვერების გადატვირთვა და თავიდან აცილებული იქნას შესაძლო ტექნიკური ხარვეზები.

„პროგრამაში დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის I ეტაპზე ხდება პირველადი რეგისტრაცია, რაც შესაძლებელია 1 სექტემბრის 12:00 საათიდან.

II ეტაპზე, ხორციელდება ელექტონული განაცხადების მიღება, რაც შესაძლებელი იქნება 15 სექტემბრის 12:00 საათიდან. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე განმცხადებელს ენიჭება რიგითი ნომერი, აღსანიშნავია, რომ განხილვის ეტაპზე განაცხადები განიხილება მათი რიგითობის შესაბამისად.

III ეტაპი მოიცავს დოკუმენტაციის ატვირთვას, რაც შესაძლებელი იქნება 20 სექტემბრის 00:01 საათიდან. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების ასატვირთად ყველა პოტენციურ ბენეფიციარს მიეცემა 5 კალენდარული დღე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროგრამა ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (გამწევი ტექნიკა), ხელის ტრაქტორის (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელის (იმპლემენტი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკის. დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი. მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და კომბაინის შეძენა დასაშვებია შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან.

პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 100,000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - თანადაფინანსება შეადგენს ღირებულების 35% - ს, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს და მეტს - თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30% -ით, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა.

პროგრამაში ბენეფიციარების განაცხადების მიღება შეწყდება პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას.

აღსანიშნია, რომ პროგრამაში რეგისტრაციის პროცესის გასამარტივებლად სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერზე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და ხორციელდება სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები