თბილისის აეროპორტიდან კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს ფრენებს. დღეიდან უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines ახალ მიმართულებას ამატებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა. ხარკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ SkyUp Airlines-ს 24 ოქტომბერს მიანიჭა.


































