მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

5e689d7085d49
თელარა გელანტია
11.03.20 12:15
2201
არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ განცხადებას თავად სამინისტრო ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19.

გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები