მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილჰამ ალიევს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში შეხვედრაზე სომხეთი მზად არ არის

63caf0e96edb8
ალა ისპირიანი
20.01.23 23:50
1294
"თბილისის პლატფორმას განვიხილავთ სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრებისთვის," - ასე უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში შეხვედრაზე სომხეთი მზად არ არის.

"ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები საქართველოში შევხვედროდით, მაგრამ სომხეთი ამისთვის მზად არ არის. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება," - თქვა მაშინ ალიევმა.

"სომხეთი დიდი ინტერეს იჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ. ჩვენ შესაძლო თბილისის პლატფორმას განვიხილავთ სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი შეხვედრებისთვის.

ახლა არის სომხეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის იდეა. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და ახლაც მზად არის ასეთი შეხვედრისთვის, თუმცა ის განსაკუთრებულად ეფექტიანად არ გამოიყურება, როდესაც შეუძლებელია სიძულვილის ენისა და მტრობის ენის აღმოფხვრისადმი ერთგულების გამომხატველი მარტივი ერთობლივი განცხადების შეთანხმებაც“, – უპასუხა მირზოიანმა ალიევს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები