მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თამაშგარეთ დავრჩით” - მცირე მწარმოებლები სუპერმარკეტებთან ურთიერთობის დარეგულირების საჭიროებაზე საუბრობენ

6426dd953ab71
ანუკა ჯოხაძე
02.04.23 14:07
1727
ეკონომიკის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელმაც იმპორტიორებისა და რითეილ სექტორისთვის სრულიად ახალი თამაშის წესები უნდა დააწესოს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს იმედი აქვს, რომ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის 2019 წლის ევროდირექტივაზე დაყრდნობით მომზადდა, ბაზარზე არსებულ ვითარებას დაარეგულირებს.

ყველის საწარმო “მილიანოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ არანაკლები პრობლემებია სავაჭრო ქსელებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ურთიერთობაში. მისი თქმით, ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა შეუძლებელია. როგორც ანა კუხალაშვილი ამბობს, პრობლემებზე მწარმოებლები წლებია საუბრობენ, თუმცა როცა საქმე ბაზრის რეგულირებაზე მიდგა, მწარმოებლები მთავრობას არ გახსენებია.

“სუპერმარკეტებთან თანამშრომლობა ჩვენნაირი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის არის შეუძლებელი. დღეს რომ ვსაუბრობთ დისტრიბუტორებისა და ქსელების თანამშრომლობაზე და ურთიერთობაზე, რომ სწორი ფორმატები იქნას მოფიქრებული სწორი ფასებისთვის, ამ კონტექსტში მე ვერ დავინახე მწარმოებელსა და სუპერმარკეტს ურთიერთობის რა მექანიზმებზე იფიქრა ამ სამუშაო ჯგუფმა. ჩვენ ისევ თამაშგარეთ ვართ.

ჩვენ ვართ, ცოტა პატარა ნაწილი და როგორც ჩანს არ ვართ გასათვალისწინებელი. შესაბამისად, მომხმარებლის დიდ ნაწილს პროდუქციის შესყიდვა არა სუპერმარკეტში, არამედ უბნის მაღაზიებსა და ბაზარში უწევს, სადაც ხარისხის დადგენა რთულია”,-ამბობს ყველის საწარმო “მილიანოს” დამფუძნებელი ანა კუხალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები