მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანში ინფოტური გამართა

60992a6514d52
BM.GE
06.05.21 16:41
312
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართული ტურისტული კომპანიებისთვის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ტური მოაწყო. ინფოტურში კერძო სექტორის 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, „Gitoa” - საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ ,“GTA” - საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, კასრის წყალი და მიჯნის ყურე დაათვალიერეს, გაისეირნეს ცხენებით. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სამუხის ველი, სამერცხეები და შირაქში მდებარე ყოფილი სამხედრო აეროდრომი.

ინფო-ტურის მიზანია, შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.Т
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები