“მსოფლიო ლიდერები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმით შოკირებულები არიან”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ღამით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საბრძოლო შეტაკებისას გაჩენილი ხანძარზე საუბრისას.
„ამ ღამით მე სხვა ქვეყნების ლიდერებს ვესაუბრე, რათა მსოფლიომ რეაგირება მოახდინოს. ვგრძნობდი, რომ მსოფლიო ლიდერები შოკირებულები იყვნენ. დიდ ბრიტანეთში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იგეგმება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში კი 24-საათიანი რეაგირების რეჟიმში საგანგებო მდგომარეობის ინციდენტების საკუთარ ცენტს აამოქმედებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ანტიპუტინისტური კოალიციის ხელმძღვანელებს „ბირთვული ტერორიზმის სახელმწიფოს წინააღმდეგ“ სანქციების დაუყოვნებელი გამკაცრებისკენ და უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ მოუწოდა. „რადგან მხოლოდ ეს იქნება გარანტია იმის, რომ რუსეთი რაკეტებითა და ავიაბომბებით ატომურ ობიექტებს არ დაარტყამს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 მარტის ღამის საათებში მოწინააღმდეგის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. დაფიქსირდა პირველ ენერგობლოკში მოხვედრა, ხოლო ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ატომური სადგურის ტერიტორია რუს სამხედროებს უკავიათ. ელექტროსადგურის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი კავშირი არ არის, ხოლო რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.