მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მიგრანტების ეფექტი იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო - ლაშა ქავთარაძე

642c348ac2fdb
გიგა ბენია
04.04.23 23:30
663
"წელს მიგრანტების ეფექტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო" - ამის შესახებ "გალტ & თაგარტის" ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე აცხადებს. მისივე თქმით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და პროდუქციაზე მოთხოვნა აჩენს მოლოდინს, რომ მიგრაციის ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა წელსაც ექნება.

"ფაქტია, იანვარ- თებერვალში მიგრაციის ეფექტი კვლავ მაღალი იყო. ფულადი გზავნილები მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების სტატისტიკა არ გვაქვს, არარეზიდენტების ბარათებით გადახდების მონაცემები გვაქვს და ესეც მაღალია. ვერ ვხედავ, რომ მიგრაციის ეფექტი იმაზე მეტად მცირდება, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. ასევე, არ არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში მყოფი მიგრანტები საქართველოს დატოვებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მიგრაციის ეფექტი მიმდინარე წელსაც იქნება, თუმცა მას ისეთი გავლენა ვერ ექნება, როგორიც გასულ წელს ჰქონდა", - აცხადებს ლაშა ქავთარაძის.

მიგრაციის ეფექტიდან გამომდინარე, "გალტ & თაგარტი" ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. ანალიტიკურ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი წელს იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ამის მოლოდინი ADB-ს აქვს.

"უკვე ორი თვის მონაცემი და მარტის წინასწარი მონაცემი გვაქვს. ამაზე დაყრდნობით, საბაზისო სცენარის გადახედვა ზრდის მიმართულებით მოგვიწევს. ჩვენი პროგნოზი ADB-გან განსხვავებულია. ოპტიმისტური სცენარით, 6.9%-ს ვპროგნოზირებთ. გარკვეულწილად ვითვალისწინებთ ინფლაციის განგრძობით ეფექტს, თუმცა მისი სიძლიერე ისეთი ვერ არის, როგორიც გასულ წელს იყო. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ერთე-ერთი ფაქტორი, რაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას მოგვცემს. მეორეა ლარის სტაბილურობა, რომელიც საინვესტიციო აქტივობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, და ხელს შეუწყობს ზრდას" - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები