მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

0 ლარი - ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა

62e623960fd40
გიორგი თოლორდავა
31.07.22 11:37
3215
ივლისის თვე საქართველოს საფონდო ბირჟისთვის (GSE) უაღრესად არასახარბიელო შედეგით დასრულდა: ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა, შესაბამისად, საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო - 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

გასათვალისწინებელია, რომ წინა თვეც GSE-ისთვის ანალოგიური - 0-ლარიანი შედეგით დასრულდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 24 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები