ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ, რაც არის ოკუპაცია და სიღარიბე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის "ქართული ოცნება", ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა, 2024-2028 წლებში ამ ოცნების ახდენისა და ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სხდომაზე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.