მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

02:15 საათი - აქციის მე-7 დღე რუსთაველის გამზირზე

სს

თბილისში საპროტესტო აქციის მე-7 დღე დაიწყო. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამ წუთებშიც არიან შეკრებილები - ისმის შეძახილები "საქართველო".

სპეცრაზმელებისგან თავის დაცვის მიზნით, ოპერისა და ბალეტის თეატრთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნების, ჯებირების და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ბარიკადები აღმართეს.

მათ ჩახერგეს სივრცე, მათსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, რომელსაც „თბილისი მარიოტთან“ კორდონი აქვს გაკეთებული.

აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი მათი მიმართულებით ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.

სპეცრაზმმა 3-4 დეკემბრის აქციაზე მოქალაქეების დაშლა არაერთხელ სცადა. გაუშვეს წყლის ჭავლი, გაზის კაფსულები და რამდენიმე აქციის მომიტინგე დააკავეს. ამის მიუხედავად აქცია გრძელდება და როგორც მომიტიგნგეები ამბობენ, დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები