რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქცია გრძელდება. ადგილზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა გაზის კაფსულები კიდევ ერთხელ გაუშვა.
მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალებმა არაერთხელ სცადეს მომიტინგეების დაშლა - გამოიყენეს წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, მაგრამ მოქალაქეები არ იშლებიან.
"დროა, უკან დაიხიონ, სანამ კიდევ არის დრო" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რუსთაველზე.
მომიტინგეებს "თბილისი მარიოტთან" სხვადასხვა საგნებით ბარიკადები აქვთ აგებული, დაანთეს ცეცხლი და ამ გზით ცდილობენ საპოლიციო ძალებისგან თავის დაცვას.
უკვე მეექვსეა დღეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.