მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 - ელი მარტიდან ეროვნული ბანკის განახლებულ ვებგვერდზე ტესტირების რეჟიმი სრულდება

621cda60bdefd
ინგა მურუსიძე
28.02.22 19:10
816
მიმდინარე წლის 1 - ელი მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებულ ვებგვერდზე სრულდება ტესტირების რეჟიმი და ფუნქციონირებას შეწყვეტს ძველი ვებგვერდი, რომლის განახლებაც ახალი ვებგვერდის პარალელურად ხდებოდა. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში 2021 წლის 28 ივლისს გაეშვა. ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე: აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მოქნილი უკუკავშირის ფორმა.

ვებგვერდთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ყველას შეუძლია დაუკავშირდეს ეროვნულ ბანკს ნომერზე, 2 406 406, ან მოგვწეროთ - [email protected]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები