უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 161, იმერეთში - 251.
როგორც სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 49, იმერეთში - 52.
“3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 - თბილისში, 1 788 - აჭარაში, 422 - იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -372, აჭარაში - 252, ხოლო იმერეთში - 28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 033 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 714 პირი, აჭარაში - 14 468, იმერეთში - 5 509“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.




























