მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-26 სექტემბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა - "თიბისი კაპიტალი"

615704f41d93a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.21 20:35
492
"თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, 1-26 სექტემბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რიცხვში კი კლება ნაკლებია.

აღნიშნულ პერიოდში, თიბისის არხების საშუალებით გაცემული ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა და 31% შეადგინა.

რაც შეეხება თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებს, მათი რიცხვი 1-25 სექტემბრის პერიოდში 2019 წელთან შედარებით მცირედით დაიკლო და 6% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები