მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 261 მძიმე Covid-პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 278 პირი - stopcov.ge

62075a32407a7
ინგა მურუსიძე
12.02.22 10:51
606
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 438 353.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3 269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც:

6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 483, აჭარაში - 768, იმერეთში - 1 226.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23.

1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 073 - თბილისში, 445 - აჭარაში. 188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები