მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ქონება
BM. GE
27.10.23 12:56
110

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

https://bit.ly/3rYddAC

https://bit.ly/3QvR1Hh

ვიდეო ინსტრუქცია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები