1-ელი აპრილიდან პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ შეთანხმება შედის ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში გასულ წელს აჯამებს.
„გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან. შეთანხმებების გაფორმება დაგეგმილია ალბანეთთან, მონტენეგროსთან და მალაიზიასთან. 2023 წლის 1-ელ აპრილს ძალაში შედის შეთანხმება პოლონეთთან, რომელიც ჩაანაცვლებს ქვეყნებს შორის აქამდე მოქმედ 2006 წლის 31 აგვისტოს შეთანხმებას“, - თქვა ხუციშვილმა.
განმარტებისთვის: „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებება ნიშნავს, რომ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმინობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც ის იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.