მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი იანვრიდან მთავრობა ცემენტის, კერამიკული ფილებისა თუ ჭერის პროდუქტების ზედამხედველობას დაიწყებს

2024 წლის 1-ლი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს 17 ახალი პროდუქტი ემატება. მათ შორის: თაბაშირ-მუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებო-ცემენტის და ჭერის პროდუქტები. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება, რომელთა შორის არის - გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები. 

2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 49 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75 ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც რეკომენდაცია 26 პროდუქტზე გაიცა. 

როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი და რას შეცვლის სამშენებლო ინდუსტრიისთვის ჩამონათვალის რაოდენობის ზრდა?

სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - „ნოვას“ გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები