მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 კგ მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი 53 ცენტია - სამინისტრო

მანდარინი

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.5 ათასი ტონა მანდარინი - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1 კილოგრამი მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი 53 ცენტია.

სამინისტროს არ გამოუქვეყნებია მონაცემი, როგორია შედეგები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2025 წლის 10 თვეში საქართველოდან 2.8 მლნ აშშ დოლარის 4 786 ტონა მანდარინი გავიდა რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 69.2%-ით ნაკლებია.

წელს საექსპორტო ბაზრები ასე ნაწილდება: სომხეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 3 045 ტონა, რუსეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარის 1 720 ტონა, ყაზახეთი - 34.2 ათასი აშშ დოლარის 20.8 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები