პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას ივლისის ბოლომდე სთავაზობს - მათ, ვინც სხვა ბანკიდან გადმოიტანს ან გახსნის ახალ ვადიან ანაბარს, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ +1%-მდე დამატებითი სარგებელი.
შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსონ დანაზოგი და ისარგებლონ გაუმჯობესებული პირობებით.
სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკის ახალი კამპანიის - „სიმშვიდე როგორც ცხოვრების სტილი“-ს ნაწილია. კამპანია ხაზს უსვამს ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობას და იმ შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მეტი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოაქვს.
ვადიანი ანაბარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა დანაზოგის გასაზრდელად და ფინანსური მიზნების მისაღწევად, ხოლო დამატებითი სარგებელი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თანხა კიდევ უფრო მოგებიან პირობებში განათავსონ.
აქციით სარგებლობა მარტივია - შეავსე განაცხადი და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე www.procreditbank.ge -ს ან გამოიყენე პროკრედიტ ბანკის მობაილ ბანკი.



























