მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

ალკის ვრიენიო
12.08.26 17:29
304

პროკრედიტ ბანკსა დასქაიტელსშორის ბიზნესის განვითარების მიზნით სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კომპანიის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს.სქაიტელისაქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ბიზნესებს, კერძო პირებსა და საჯარო სექტორს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებსა და ინტერნეტმომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, ახალი ინვესტიცია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პოზიციები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო დაფარვა შესთავაზოს.

მადლობა პროკრედიტ ბანკს მხარდაჭერისთვის. EBRD-თან თანამშრომლობა საინვესტიციო რესურსებზე წვდომის გარდა, იმის დასტურია, რომ სქაიტელის საქმიანობის პრინციპები სრულად შეესაბამება კორპორაციული მართვისა და ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტრატეგია უცვლელია, ვაგრძელებთ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციები ერთ-ერთ მთავარი ფუნდამენტია საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ისევე, როგორც სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ეს ინვესტიცია, ქვეყნის ინტერნეტიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მასშტაბური ნაბიჯია”- არმან ობოსიანი, „სქაიტელის“ გენერალური დირექტორი

პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. „სქაიტელიუკვე 15 წელზე მეტია ჩვენი პარტნიორია და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ. ახალი ინვესტიცია ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიცსქაიტელსგანვითარების გეგმების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.“- ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.

„EBRD
განაგრძობს საქართველოში ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, ამცირებს ციფრულ უთანასწორობას, და აძლიერებს რეგიონების კონკურენტუნარიანობას. „სქაიტელისქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ბიზნესის ციფრულ ეკონომიკაში უფრო აქტიურ მონაწილეობას.“ ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, რეგიონალური დირექტორი კავკასიაში EBRD.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები