1 ნოემბერს საქართველოში დღიურად მხოლოდ 3 369 აცრა ჩატარდა, რაც საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში აცრების მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 ნოემბრის მონაცემებით, სულ 1 982 593 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით 1 038 193 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 36.5 % ვაქცინირებული. ხოლო სრულად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ 942 397 შეადგინა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33%-ია.
1 ნოემბერს ჩატარებული 3 369 აცრა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი - 1 222; იმერეთი - 502; აჭარა - 419; კახეთი - 217; ქვემო ქართლი - 185; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 156; გურია - 153; შიდა ქართლი - 140; სამცხე - ჯავახეთი - 130; მცხეთა - მთიანეთი - 112; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 33.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ყოველდღიურად 5-6-7 ათასი აცრის ჩატარებით, ქვეყანაში პანდემია ვერ შეჩერდება. მისი თქმით, აცრის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით არსებულ წამახალისებელ მექანიზმებთან ერთად უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.




























