მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება - მთავრობა შეზღუდვებს აუქმებს

600a9f37509ca
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 14:10
1532
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების მიმართულებით არსებული შეზღუდვები მოიხსნება, ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა და დავუშვათ რეგულარული ფრენები. ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან ახალი ავიკომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული რეისების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის დაცვით, რაც მსოფლიოში აპრობირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები