ერთი წელი გადის, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების სისტემაზე გადავიდნენ. DRG-ის შემთხვევაში კლინიკების დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზზე, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობაზე და კიდევ სხვა კრიტერიუმებზე. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლით პაციენტის თანაგადახდა 26%-დან 10%-მდე შემცირდა, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის წილი დაფინანსებაში 120 მილიონამდე გაიზარდა. სამინისტროს ინფორმაციით, დიარჯის ამოქმედებიდან დღემდე ნახევარ მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, 330 ათასი პაციენტი კი დაფინანსებულია 717 მილიონი ლარით. კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა შემცირებულია 12%-ით, სისტემური ხარვეზები არ ვლინდება, ამიტომ სამინისტრო გეგმავს DRG-ის მოცვა გააფართოოს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ განსაკუთრებით კრიტიკული სამედიცინო სექტორისთვის თერაპიული და რეანიმაციული ტარიფებია. კრიტიკულად არის შეფასებული ასევე მაღალტექნოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების განფასებაც.
როგორ მუშაობს პრაქტიკაში DRG. რამდენად სამართლიანი ტარიფებია დადგენილი და რა მიმართულება საჭიროებს ახალ განფასებას, ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან შევაფასებთ ერთი წლის თავზე რა შედეგები მოიტანა DRG- ზე გადასვლამ როგორც პაციენტებისთვის, ისე კლინიკებისთვის?
სტუმარი: მაია მახარაშვილი - საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;