მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 წელი 500 სტარტაპს შემოსვლიდან და საქართველოს ბანკის მოლოდინები - არჩილ გაჩეჩილაძე საქმიან დილაში

BM.GE
12.04.21 10:29
792
მსოფლიოში ნაღდი ფული კვდება. ხუთიოდე წელიწადში გლობალურად ბიზნესი და მომხმარებლები დღევანდელთან შედარებით, 64%-ით მეტ უნაღდო ოპერაციას შეასრულებენ. ტრანზაქციების უმეტესობა სახელფასო ან/და საკრედიტო ბარათებით და ციფრული საფულეების გამოყენებით შესრულდება. ამასთან, მთავრობები მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად შეუწყობენ ხელს, რომ ციფრულ გადახდებს მიმართონ; ბანკები კი მომხმარებლებისთვის საგადახდო პლატფორმების ნაირსახეობას შექმნიან, რაც ნაღდი ფულის გამოყენებას მაქსიმალურად შეამცირებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორი საქართველოში გასული წლის 20 თებერვალს შემოვიდა და ეს ნამდვილად იყო მოვლენა, იმიტომ რომ 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების 500 Startups-ს 2400-ზე მეტ კომპანიაში აქვს ინვესტიცია გაკეთებული და მისი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ვიდრე სამმხრივი ხელმოწერა და 500 სტარტაპსის ქვეყანაში შემოსვლა გაფორმდებოდა, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს მაშინ ვკითხე, რატომ დაინტერესდა საქართველოს ბანკი სტარტაპების დაფინანსებით, მაშინ როცა ასეთი მაღალრისკიანი მიმართულება საფინანსო სექტორის ამ წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ სამიზნეს არ წარმოადგენს, ამაზე არჩილ გაჩეჩილაძემ გვითხრა, რომ 500startups-ის საქართველოში შემოყვანა არა იმდენად რაოდენობრივი ეფექტის მომცემი იქნება, არამედ ხარისხობრივად არის მნიშვნელოვანი და მისი თქმით, მსოფლიოს TOP 3 აქსელერატორიდან ერთ ერთის ქვეყანაში შემოსვლა მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცილებას დატოვებს.

“ჩვენი ინტერესია რომ საქართველოში ისეთი გარემო შეიქმნას სტარტაპებისავის რომელიც მათ მისცემს შესაბამის ცოდნას და შესაძლებლობას გადადგან შემდეგი ნაბიჯი. მგონია, რომ ახალ სტანდარტს შემოვიტანეთ 500-თან ერთად თუ როგორ უნდა გაკეთდეს აქსელერაცია და ეს ცოდნა ტირაჟირებადი იქნება, გადატანადი სხვა მიმართულებით. აქსელერაცია არ არის საბანკო საქმე, მაგრამ იმდენად კარგი რაღაცის შემოტანა ხდება, რომ ჩვენ ამას ვიწყობთ ხელს, მერე ჩავეხსნებით კიდეც, იმიტომ რომ დღეს მთავარია შეიქმნას ხარისხი და ეს მერე გაგრძელდეს. “- გვითხრა არჩილ გაჩეჩილაძემ ერთი წლის წინ.

როგორ აფასებს დღეს 500 სტარტაპის საქართველოში შემოსვლას და რა პოტენციალს ხედავს ამ გადმოსახედიდან მაღალი კლასის აქსელერატორის ხელშეწყობით ქართული სტარტაპების განვითარებაში?

სტუმარი: არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკი, გენერალური დირექტორი
 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები